მარილები და ყველაფერი მარილებზე, როგორ დავიცვათ აგური.
ალბათ ყველას გვინახავს თეთრი ნადები აგურზე, ეს - ე.წ. მარილებია
ამ პოსტში გიამაბობთ მარილებზე, მითებზე და რეალობაზე მარილების შესახებ, რა იწვევს, როგორ მოვაშოროთ და როგორ ავირიდოთ თავიდან.
დაუშვათ, თქვენ დაასრულეთ ნანატრი აგურის ფასადი ან იატაკი, ყველაფერი იდეალური და ლამაზია, თუმცა რამოდენიმე დღეში გაჩნდა თეთრი ლაქები( მარილები) პირველ რიგში არ არის საჭირო პანიკა, სრულიად ბუნებრივ პროცესებთან გვაქვს საქმე, ეს თეთრი ნალექი სავსებით ნორმალურია.
თეთრი ნალექი აგურზე ან ნებისმიერ ბუნებრივ, ფოროვან მასალის ზედაპირზე არის მარილები- საკმაოდ გავრცელებული და უსაფრთხო რეაქცია ყველა სახის ბუნებრის მასალაზე, ის უვნებელია თქვენი აგურისთვის, ასე რომ, კიდევ ერთხელ, სანერვიულო არაფერია. მაგრამ მოდით გავერკვეთ!
რა იწვევს მარილებს?
მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი რამ:
თვითონ აგური - მოგეხსენებათ აგური ბუნებრივი მასალისგან, თიხისგან მზადდება, თიხა კი ბუნებაში მოიპოვება, ნიადაგში ბუნებრივად არის მარილის გარკვეული რაოდენობა და აგურის სტრუქტურაშიც შესაბამისად, შესაძლოა ჩაკეტილად ‘ინახებოდეს’ მარილების პატარა საბადოები, რაც მშრალ მდგომარეობაში არ ჩანს.
აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ, უხარისხო, მეორადი გამოყენების, ან დაბალ ხარისხიან თიხაში ის დასაშვებზე უფრო მეტია.
ვინაიდან აგური ფოროვანია, წყალი მასში ადვილად შედის. და როდესაც ეს ხდება, ის ხსნის მარილის ყველა საბადოს, წყალი შრება, მარილი კი, რჩება ზედაპირზე.
დაბალ ხარისხიანი სამშენებლო მასალები- როგორიცაა ცემენტი, ქვიშა ასევე დიდი რაოდენობით შეიცავენ მარილებს და ყველაზე ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ხდება მარილების გამოტანის მიზეზი.
წვიმა, თოვლი ან ტენიანობის მაღალი დონეც შეიძლება გახდეს მიზეზი. დაუჩვებელია წყლის პირდაპირი დადინება ნალესზე, როგორც კედლის ზემოდან ასევე ნიადაგიდან.
(აუცილებელია აგურის კედელს ზემოდან ჰქონდეს 5-7 სმ საფარი, რათა წყალი ნალესში არ ჩავიდეს)
ბინძური წყალი- როდესაც ობიექტზე წყალი არ არის, ხშირად მოიხმარენ ცემენტის მოსაზელად წვიმის წყალს ან დაგუბებულ წყალს, რაც კატეგორიულად აკრძალულია.
გარემო პირობები- მარილის გამოსვლა უფრო ხშირია იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევებია, რაც იწვევს კონდენსაციას. რეგიონებში, სადაც მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლებია ასევე რისკები უფრო მაღალია.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეხლა რით ვუშველოთ?
რაც უფრო ახალი გამოსულია მარილები, მით უფრო ადვილია მათი ამოყვანა აგურიდან!
სანამ აგურის წმენდაზე გადახვალთ, აუცილებელია გესმოდეთ, რომ არასწორმა წმენდის მეთოდებმა შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიოს. მიჰყევით ინსტრუქციას:
1. დაიწყეთ მშრალი წმენდით
მარილების მოცილების ერთ-ერთი უმარტივესი და ეფექტური გზაა ხისტი ჯაგარისის გამოყენება. კარგად დაამუშავეთ თეთრი ნადები მშრალი ჯაგრისით და დააკვირდით ცილდება თუ არა, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, როცა აგური იდეალურად მშრალია
გაითვალისწინეთ : აგური შრება დიდხანს, შრობის პერიოდი საშუალოდ 2სმ სისქეზე 5-7 დღეა.
2. სცადეთ წყალი და რომელიმე ჩვეულებრივი რბილი სარეცხი საშუალება
თუ მშრალი მეთოდი არ აშორებს ლაქებს, სცადეთ თბილი წყალი და რომელიმე რბილი სარეცხი საშუალება (როგორც მაგალითად ჭურჭლის ჟელე) და გამოიყენეთ რბილი ფუნჯი დაზიანებული ადგილის გასაწმენდად. კარგად ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როდესაც მარილები ახალია და არ არის ძალიან ბევრი.
2. გამოიყენეთ ძმარიანი ხსნარი უფრო ჯიუტი ლაქებისთვის
თეთრი ძმრისა და წყლის ხსნარი ასევე ძალიან ეფექტურია. შეურიეთ ერთი წილი ძმარი ხუთ წილ წყალს და გახეხეთ აგური ჯაგრისის გამოყენებით. ძმარი ხელს უწყობს მარილების დაშლას, რაც აადვილებს მათ მოშორებას. გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად კარგად ჩამორეცხეთ წყლით.
3. სხვადასხვა კომერციული გამწმენდი საშუალებები
თუ ზემოთ აღნიშნული საშუალებები საკმარისი არ არის, განიხილეთ კომერციული მარილის გამწმენდები. ეს საწმენდები სპეციალურად შექმნილია მარილების დასაშლელად აგურის არ აზიანებს. ყურადღებით მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციებს და ყოველთვის შეამოწმეთ გამწმენდი პატარა, შეუმჩნეველ ადგილას, სანამ მას უფრო დიდ ზედაპირზე წაისვით.
4. მოერიდეთ მაღალი წნევის რეცხვას
მიუხედავად იმისა, რომ წნევით რეცხვა შესაძლოა მაცდურად ჟღედრეს , ამან შეიძლება წყალი უფრო ღრმად შეიტანოს აგურში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გააუარესებს მარილების გამოტანას. მაღალი წნევით რეცხვას ასევე შეუძლია დააზიანოს ძველი, რბილი აგური, ამიტომ უმჯობესია თავი აარიდოთ ამ მეთოდს.
5. მარილმჟავა- ზავდება წყალში, 1/3-1/5 პროპორციით, ჯაგრისით მუშავდება კედელი, შემდეგ გამდინარე წყლით კარგად ირეცხება. მჟავა წვავს ყველაფერს, ძალიან სახიფათოა, და მხოლოდ გამოცდილმა პროფესიონალმა უნდა შეასრულოს. თვალები, სასუნთქი გზები და სხეული მთილანად უნდა იყოს დაცული მჟავის მოხვედრისგან, ხელოსანს უნდა ეკეთოს სპეციალური ნიღაბი და სათვალე, შენობა ძალიან კარგად უნდა განიავდეს რამოდენიმე დღე ( საშინლად არ მიყვარს ეს მეთოდი, რაღა დაგიმალოთ)
6. მარილის ამოყვანის ყველაზე უკიდურესი ფორმა აპარატული მოხეხვა ანუ ე.წ ციკლოვკაა, ანუ როდესაც აგურის ფასადის გარკვეული ნაწილი იფხიკება ( ეს მეთოდი ძირითადად სჭირდება ძველ კედლებს, მეორად აგურებს, სადაც მრავალწლიანი ჩამჯდარი მარილები გვხვდება, ასევე არასწორად გალაქულ აგურებზე, როდესაც მარილი ლაქ ვეშაა მოქცეული) ამ მეთოდის უარყოფითი მხარე აქვს, კერძოთ თუ აგურს დამუშავებული ზედაპირი ააქვს, სცილდება. სცილდება ესევე ფერიც, თვითონ აგური კი, თხელდება.
როგორ ავირიდოთ თავიდან თეთრი ნალექი?
პირველ რიგში ახალ გაკრულ ან აშენებულ აგურს „ვასვენებთ“- ვაცდით გაშრობას 15-20 დღე, ეს პერიოდი საკმარისია რომ აგურმა გამოიტანოს რაც შიგნითაა და ამოშრეს კარგად. მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ ვიწყებთ დამუშავებას.
კატეგორიულად აკრძალულია გაუშრობელი აგურის გალაქვა! ეს იწვევს მარილების ლაქ ქვეშ მოქცევას, რასაც ე.წ. ციკლოვკის გარეშე ვეღარ მოაშორებთ!
აგურის დალუქვა
თუ აგური გაკვრის შემდეგ სუფთაა, და არ ააქვს არანაერი ლაქები, უმჯობესია თავიდანვე დავამუშავოთ წყალ-ამრეკლი საიზოლაციო/ნანო სითხით ან ლაქით, ეს დაიცავს მას შემდგომი დაბინძურებისგან და ლაქებისგან, ასევე გახდის აგურს ადვილად წმენდადს. დამუშავება საკმაოდ ადვილია, ის ამცირებს წყლის შეწოვას, რაც აჩერებს მარილების ზედაპირზე გამოსვლას.
ამისათვის მოძებნეთ კარგი ხარისხის სუნთქვადი მასალა, რომელიც საშუალებას აძლევს წყლის ორთქლს ან ნესტს გამოვიდეს აგურებიდან, მაგრამ ხელს უშლის წყლის შეღწევას. დამუშავებამდე ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად მშრალი და სუფთა ყველანაერი ლაქებისა და მარილებისაგან.
თუ ახალ გაკრულ აგურზე შეაჩნიეთ რომ ლაქები წამოვიდა:
* როგორც უკვე ვთქვით, ახალ გაკრულ აგურს/აგურის ფილას, აუცილებლად ვაცდით შრობას 1 თვემდე, სქელ აგურს 2 თვე, ეს პერიოდი საკმარისია ბოლომდე გამოიტანოს თუ რამე გამოსატანია . ამის შემდეგ თუ ლაქები გამოიტანა ვწმენდთ და ვაცდით გაშრობას. პატარა ლაქები ზოგჯერ თავისითაც გადადის ან წვიმა აშორებს.
* მას შემდეგ რაც გასუფთავდება და ბოლომდე გაშრება, ვამუშავებთ ლაქით ან რომელიმე წყალ ამრეკლით. ეს მეთოდი დალუქავს აგურს, გახდის წყალ შეუღწევადს და ადვილად გაწმენდვადს, ასევე დაიცავს მას ლაქებისაგან.
* დაიმახსოვრეთ დალუქვა არ აშორებს მარილებს! დალუქვა იცავს მომავალი დაბინძურებისაგან და უნარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. მნიშვნელოვანია მარილები ლუქ ქვეშ არ მოვაქციოთ, გავწმინდოთ და გაწმენდილი დავლუქოთ, რადგან შემდეგ მოშორება ძალიან რთულია და შრომატევადი!
მოძებნეთ წყლის შეღწევის წყაროები
მარილები ხშირად ჭარბი ტენიანობის შედეგია, ამიტომ წყლის ზემოქმედების ძირეული მიზეზის პოვნა და მისი აღმოფხვრა კრიტიკულად მნიშველოვანია. შეამოწმეთ გაჟონვადი ღარები, არასათანადო დრენაჟი ან ბზარები თქვენს კედლებში, რამაც შეიძლება წყალი შეიტანოს აგურში.
გამოიყენეთ ხარისხიანი სამშენებლო მასალები
მშენებლობის ან რემონტის დროს გამოიყენეთ ხარისხიანი მასალები, რომლებიც არ შეიცავენ მარილებს.
ვენტილაციის გაუმჯობესება
დახურულ სივრცეებში, როგორიცაა სარდაფები ან ინტერიერის აგურის კედლები, ვენტილაციის გაუმჯობესება ხელს უწყობს ტენიანობის დონის კონტროლს და ამცირებს მარილების გამოტანის ალბათობას. გახსენით ფანჯრები, ხშირად გაანიავეთ, გამოიყენეთ გამწოვები და ვენტილიატორები.
იცოდეთ რომ, რაც უფრო ახალია პრობლემა, უფრო ადვილია მისი მოგვარება. დიდი ხნის ფასადებზე სადაც წლებია დაბინძურება მიმდინარეობს, ან მეორად დაჭრილ აგურზე, რომელშიც ათწლეულებია გამჯდარია მარილები, იქ მარტივი მეთოდებით ვერ გახვალთ ფონს.
მიუხედავად იმისა, რომ მარილები ხშირად მხოლოდ კოსმეტიკური საკითხია, განმეორებადი ან მძიმე შემთხვევები შეიძლება მიუთითებდეს ტენიანობის პრობლემებზე, რომლებიც საჭიროებენ პროფესიონალურ ყურადღებას. თუ თეთრი ლაქები შენარჩუნებულია თქვენი ძალისხმევის მიუხედავად, ან თუ ეჭვი გაქვთ წყლის დაზიანებაზე, უმჯობესია მიმართოთ ჰიდროიზოლაციის სპეციალისტს. მათ შეუძლიათ დაადგინონ ტენიანობის წყარო და გირჩიონ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები თქვენი აგურის დასაცავად.
აგურის სწორი გაკვრა/აშენება და მოვლა საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგი თქვენი სახლის მრავალწლიანი სილამაზე, ხარისხი და სიმყურდოვეა. სწორედ აგურის გრძელვადიანობა და სილამაზეა მიზეზი, აგურის ფასადის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რაც არასოდეს გადადის მოდიდან და დღემდე ტრენდულია.